
"თავიდან უნდა ავიცილოთ შემდგომი კატასტროფა" - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ჰელსინკში ფინეთის პრეზიდენტთან, საული ნიინისტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ჯონსონმა აღნიშნა, თუ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს არ შეაჩერებენ, უკრაინაში შეჭრა მისი "ნეოიმპერიალისტური, რევანშისტული ამბიციების დასასრული" არ იქნება.
ჯონსონის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად ერთად დგას.