
უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, უკრაინამ რუსეთს შესთავაზა, რომ მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში მყოფი მძიმედ დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცები რუს სამხედრო ტყვეებში გაეცვალათ.
"პირველ ნაბიჯად რუსებს ეს შევთავაზეთ: მძიმედ დაჭრილ ბიჭების აზოვსტალიდან ჰუმანიტარული დერეფნით გამოყვანა, ამავდროულად, ჩვენ ვაძლევთ რუს სამხედრო ტყვეებს სამხედრო ტყვეების გაცვლის სტანდარტული წესების მიხედვით. ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის. მოლაპარაკებები გრძელდება", - დაწერა ვერეშჩუკმა.