
უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა, რომელიც მარიუპოლში იბრძვის, ილონ მასკს სთხოვს "აზოვსტალიდან" ევაკუაციაში და იქ მოფების მესამე ქვეყანაში გაყვანაში დაეხმაროს. ამის შესახებ მან პოსტები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა.
ვოლინა წერს, რომ Twitter-ის ანგარიში მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ მასკსთან კონტაქტი შეძლოს.
"ისინი ამბობენ, რომ თქვენ სხვა პლანეტიდან ხართ ტელეპორტირებული, რათა ხალხს ასწავლოთ შეუძლებელის რწმენა.
ჩვენი პლანეტები ერთმანეთის გვერდით არიან, რადგან მე ვცხოვრობ იქ, სადაც გადარჩენა თითქმის შეუძლებელია. დაგვეხმარეთ აზოვსტალიდან შუამავალ ქვეყანაში გასვლაში. თუ არა შენ, მაშინ ვინ? მინიშნება მომეცი.
მივმართავ ყველა ადამიანს პლანეტა დედამიწაზე, დაეხმარეთ ილონს, ნახოს ჩემი მიმართვა. ამბობენ, რომ მისი ამოცანა იყო კაცობრიობის შთაგონება, შეუძლებელის შესაძლებლობა დაეჯერებინათ. მან დაამტკიცა, რომ მისთვის არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემები, რომ ყველაფერი შესაძლებელია! ის არასოდეს ნებდება! ჩვენ გვჭირდება სუპერმენის მხარდაჭერა!" - წერს ვოლინა.