
CNN-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ესვრიან რუსი ჯარისკაცები ორ მშვიდობიან, უარაღო მოქალაქეს, კიევის გარეუბანში. მედიამ სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები მოიპოვა, რომელსაც ახლა უკრაინის პროკურატურა იძიებს, როგორც ომის დანაშაულის საქმეს.
ორივე მოქალაქე სროლის შედეგად დაიღუპა. CNN-მა მათი ვინაობაც დაადგინა, ერთი იყო სატრანსპორტო საშუალებების ფირმის დილერი, რომელიც გაძარცვეს, ოჯახს მისი სახელისა და გვარის დასახელაბა არ სურს. მეორე მსხვერპლი არის ლეონიდ ოლექსიევიჩ პლიატსი, 68 წლის ბაბუა, რომელიც იქ მცველად მუშაობდა.
მისი შვილი, იულია, ამბობს, რომ არ შეუძლია მამის გარდაცვალების ვიდეო კადრები ყურების ატანა, თუმცა ინახავს მათ, რომ შვილებს აჩვენოს, რათა არასდროს დაივიწყონ რა ველურები არიან ოკუპანტები.
"ისინი არიან ჯალათები. საშინელებაა, რადგან მამაჩემი მშვიდობიანი მოქალაქე იყო, 68 წლის, მშვიდობიანი უიარაღო კაცი", - უთრხა მან CNN-ს.
შემთხვევა 16 მარტს მოხდა. კადრებში ჩანს როგორც ცდილობს 5 რუსი ჯარისკაცი შეიჭრას შენობაში, როგორც კი პატრონი აწეული ხელებით უახლოვდება მათ, აჩერებენ და იარაღის ძებნას იწყებენ. კადრების მიხედვით, შემდეგ პლიატსი ჩადის, რაღაც საუბარია მანამ, სანამ ჯარისკაცები ადგილს მოშორდებიან და ორი მშვიდობიანი მოქალაქე იწყებს მათი დაცვის პუნქტში მიბრუნებას. შემდეგ სულ მცირე 2 რუსი ჯარსიკაცი უახლოვდება მათ და ცეცხლს უხსნის.
კამერების კადრებში მოხდვა რუსი ჯარისკაცების ქცევა მას შემდეგ, რაც ისინი ბიზნეს კომპანიაში შევიდნენ - მათ მოიხსნეს ჯავშნები, ამოქექეს უჯრები, ორი მათგანი სასმელს სვამს და როგორც ჩანს ერთმანეთის სადღეგრძელოს ამბობს.

სანამ ჯარისკაცები ბიზნესს ძარცვავდნენ, პლიატსი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ვიდეო გვიჩვენებს, რომ ის იბრძვის ფეხზე დასადგომად, მიდის დაცვის პუქტამდე, იღებს ტელეფონს და რეკავს დახმარების სათხოვნელად. მოხალისეთა ძალების მის გადარჩენას შეეცადნენ და რუსებს ცეცხლი გაუხსნეს, კადრებში ჩანს, როცა 68 წლის კაცი ქოხიდან გაჰყავთ, ძირს სისხლის კვალი რჩება.

CNN-მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან კომენტარი მოითხოვა, მაგრამ პასუხი არ მიუღია.