"დღეს არის არასამუშაო დღე, მე ვისვენებ, გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ" - ივანიშვილის ადვოკატი "მთავარ არხს"

გამოქვეყნდა:

შვეიცარიული ბანკი Credit Suisse "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. მოკლე განმარტება ბანკმა "ნეტგაზეთთან" გააკეთა.

"მთავარ არხს" სურდა, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატისგან, ვიქტორ ყიფიანისგან მიეღო პასუხები, თუ რა გეგმა აქვს ყოფილ პრემიერს, თუმცა მან საუბარი არ ისურვა. მან კომენტარი არც გუშინ გავრცელებულ ვრცელ განცხადებაზე გააკეთა და თქვა, რომ დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა და ისვენებს.

"შეგაწყვეტინებთ, დღეს არის არასამუშაო დღე, მე ვისვენებ, ასე რომ გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ და მადლობას გიხდით გაგებისთვის. წარმატებულ დღეს გისურვებთ, გილოცავთ კიდევ ერთხელ დღევანდელ დღესასწაულს", - თქვა ყიფიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს მეორედ უჩივის.  ვიქტორ ყიფიანმა "კრედიტ სუისის" საბანკო ჯგუფის მიმართ დავის შესახებ განცხადება 11 მაისს გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ივანიშვილს პრობლემები შეექმნა ხელოვნების ნიმუშების გადაადგილებაში, ასევე, ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილი უახლოეს მომავალში საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციების სერიას გამართავს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი