
კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ნატო-ს გაფართოება ევრაზიის უსაფრთხოებას "ხელს არ უწყობს", ფინეთის ალიანსში გაწევრიანება კი "რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს".
მისი თქმით, რუსეთი შეიმუშავებს "საპასუხო ზომებს", რათა "დაბალანსდეს სიტუაცია და უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება".
პესკოვმა დასძინა, რომ პრაქტიკული ქმედებები ფინეთის ნატო-ში შესვლის საპასუხოდ დამოკიდებული იქნება ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის წინსვლის ხარისხზე რუსეთის საზღვართან.
"ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იქნება ეს გაფართოების პროცესი მომავალში გამოხატული, რამდენად მიუახლოვდება [ალიანსის] სამხედრო ინფრასტრუქტურა ჩვენს საზღვრებს. [...]
ნატოს გაფართოება და ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის მიახლოება ჩვენს საზღვრებთან არ ხდის მსოფლიოს და რაც მთავარია ჩვენს ევრაზიის კონტინენტს უფრო სტაბილურს და უსაფრთხოს. ეს ცალსახაა", - თქვა პესკოვმა.
მისივე მტკიცებით, ფინეთი შეუერთდა იმ არამეგობრულ ნაბიჯებს, რომელიც ევროკავშირის ფარგლებში რუსეთის მიმართ გადაიდგა.
ასევე იხილეთ: