პრორუსულმა ფრაქციამ უკრაინის რადაში, არსებობა შეწყვიტა

გამოქვეყნდა:

მეხუთე კოლონა მიჰყვება ბატონის სამხედრო ხომალდს! - ასე გამოეხმაურა  რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო რადას ფრაქცია  "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" (OPZZH) დაშლას.

ფრაქციამ დღეს ოფიციალურად შეწყვიტა არსებობა. ფრაქციის ლიკვიდაციის შესახებ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან პირველმა ვიცე-სპიკერმა ალექსანდრე კორნიენკომ გამოაცხადა.

მისი თქმით, ფრაქცია ოფიციალურად დაიშალა, რადგან წევრების რაოდენობა 17 დეპუტატზე ნაკლებია.

"ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" საქმიანობის შეჩერების შესახებ ოფიციალურად რადამ 14 აპრილს განაცხადა.

20 მარტს უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ მთელი რიგი პოლიტიკური პარტიების საქმიანობა შეაჩერა. მიზეზი მათი რუსეთთან კავშირები გახდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი