ევროკავშირი უკრაინას 600 მლნ ევროს 20 მაისამდე გადასცემს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი უკრაინას 600 მილიონ ევროს 20 მაისამდე გადასცემს, - ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის სპიკერმა, დანა სპინატმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის გადაუდებელი მაკროფინანსური პროგრამისთვის აუცილებელია.

"გუშინ ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებელია უკრაინის გადაუდებელი მაკროფინანსური დახმარების პროგრამის მეორე პაკეტისთვის. მეორე ნაწილი 600 მილიონ ევროს შეადგენს. თანხის პრაქტიკული გადახდა, კი 20 მაისამდეა მოსალოდნელი", - განაცხადა დანა სპინატმა.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი