
გაერო რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიებას იწყებს - ამის შესახებ გადაწყვეტილება გაეროში დღეს მიიღეს.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, რომელიც აწარმოებს გამოძიებას უკრაინაში რუსული ძალების მხრიდან ძალადობის ბრალდებებზე, საგამოძიებო ჯგუფის შექმნაზე რეზოლუცია მიიღო. კენჭისყრას მხარი დაუჭირა 33 წევრმა, 12-მა თავი შეიკავა და ორი იყო წინააღმდეგი [ჩინეთი და ერიტრეა].
საბჭო საგანგებო სხდომაზე იმყოფებოდა ჟენევაში და მოისმინა ბრალდებები ომის დანაშაულებებზე, მათ შორის სამოქალაქო პირთა სიკვდილით დასჯაზე, გაუპატიურებაზე, წამებასა და იძულებითი გაუჩინარებაზე.
შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს გაერომ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა.