აზოვსტალში, კრივში კიევის ჩემპიონი, არტემ მოშა გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

კიევის ჩემპიონი კრივში, არტემ მოშა, 8 მაისს აზოვსტალში გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაცია მისმა დედამ, ირინა ეგორჩენკომ გაავრცელა. 

"ჩემი შვილი გარდაიცვალა აზოვსტალში. მოშა არტემ სერგეევიჩი. ის მარადისობაშია წასული და უსასრულობაში გადაინაცვლა. ღმერთის ხელები ერთადერთი ადგილია, სადაც შემიძლია, გავუშვა ჩემი შვილი. ის ღირსეულად დაიღუპა უკრაინის დასაცავად. ღმერთმა სახლში წაიყვანა.

მადლობა ყველას, ვინც ჩვენს გვერდით იდგა, ლოცულობდა, მარხულობდა და იბრძოდა. ბოლო მიმოწერა მასთან და ჩემი გმირის ფოტო. ძალიან კარგი შვილი იყავი. გნახავ შვილო, სამოთხეში. დედა, რომელსაც უყვარს და მოუთმენლად ელის შეხვედრას. გნახავ. მადლობა მშვიდობიანი ცისთვის",- წერს ის. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი