
უკრაინელმა მომღერალმა, ჯამალამ აშშ-ს ატლანტიკური საბჭოსგან ჯილდო მიიღო, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად მომღერალი ავრცელებს. წერს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრისას ქვეყნის კულტურისა და იდენტობის დაცვისთვის დაჯილდოვდა.
"პრემია მივიღე ყველა უკრაინელი არტისტის სახელით, ვინც ხმას იყენებს უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა და საერთო პატარა გამარჯვებები", - წერს მომღერალი