უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევების სერია გრძელდება. სამხედროებმა პუტინის არმიის ჯარისკაცებს ხარკოვის ოლქის რამდენიმე სტრატეგიული დასახლებიდან უკან დაახევინეს. უკრაინის გენშტაბის ოფიციალური ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში დისლოცირებული რუსული დანაყოფები პოზიციებს ტოვებენ და დონბასში კონცენტრირდებიან.
საოკუპაციო არმიას, რომ უკრაინასთან ომში მნიშნველოვანი პრობლემები აქვს, ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ცოცხლი ძალის დანაკერგების შევსესსა კრემლი არა სამხედროებით, არამედ პოლიციის შემადგენლობით ცდილობს.
ერთ-ერთი ასეთი კოლონა უკრაინელებმა ხარკოვთან გაანადგურეს. ყველაზე მძიმე ვითარება კი კვლავ მარიუპოლშია. აზოვსტალში გამაგრებული ჯარისკაცები შესაძლებლობების ზღვარზე ახერხებენ მოწინააღმდეგის შეკავებას და სამხდრო ბრძანებას თითქმის შიშველი ხელებით ასრულებენ.