საქმეში არ დევს მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იარაღის ფლობას - ლომჯარია რურუას საქმეზე

გამოქვეყნდა:

დაპირისპირება ლომჯარიას ანგარიშის წარდგენისას დაიწყო გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხის ხსენებისას - ხელისუფლების წარმომადგენლები გაღიზიანდნენ ასევე სახალხო დამცველისთვის კითხვის დასმისას, არიან თუ არა გიორგი რურუა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა პოლიტპატიმრები. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ "პოლიტპატიმრები" არის პოლიტიკური ტერმინი და პოლიტიპატიმრის სტატუსის მინიჭებას გარკვეული კრიტერიუმები სჭირდება.

კითხვის ნიშნებს წარმოშობს ის, რომ საქმის მასალებში არ დევს ობიექტური და ნეიტრალური მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ამ პირის მიერ იარაღის ფლობას. არ გვაქვს ვიდეოჩანაწერი, არ გვაქვს დამოუკიდებელი ან ობიექტური მოწმის ჩვენებები, რომელიც შეესწრო ან დაასწრეს ამ ჩხრეკას და დაადასტურებდა, რომ იარაღი ნამდვილად იპოვეს. დავადგინეთ დარღვევა იმ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც ბიოლოგიური მასალა აიღეს გიორგი რურუას საკანში, მაშინ მის ადვოკატს არ მისცეს დასწრების შესაძლებლობა, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში მოხვდა ყველა გამოუძიებელი საქმე, რომლებზე პასუხებსაც საზოგადოება უკვე წლებია ელოდება. ანგარიში, რომელიც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზად იქცა, ამ წუთებში დეპუტატებმა უკვე პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ.

20 ივნისი და პოლიტიკურად მოტივირებული დევნა - ეს იყო მთავარი საკითხები, რამაც ხელისუფლების წარმომადგენელთა გაღიზიანება გამოიწვია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი