
აზოვის ბატალიონი შეტევაზე გადავიდა და მტრის მიმართულებით ისვრის. ინფორმაცია თავად აზოვის პოლკის ოფიციალურ ტელეგრამის არხზე ვრცელდება. ბატალიონი ამის ამსახველ ვიდეოსაც ავრცელებს.
"სრულმასშტაბიანი ომის 78-ე დღეს, სრული ალყის პირობებში, მიუხედავად უკიდურესად მძიმე ვითარებისა, საბრძოლო მასალის ნაკლებობისა და დაჭრილთა დიდი რაოდენობისა, აზოვის ბატალიონის მებრძოლები მტრის მიმართულებით სროლას აზოვსტალიდან განაგრძობენ.
მარიუპოლის დამცველები მტრის პოზიციებზე შტურმით იჭრებიან, აკეთებენ შეუძლებელს მიუხედავად იმისა, რომ მტერი მუდმივად იყენებს თვითმფრინავებს, საზღვაო და საარტილერიო იარაღსა და ტანკებს. ჩვენი ჯარისკაცების ბრძოლა უკრაინისთვის გრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.