ომის დანაშაულების გამოსაძიებლად, კონგრესში კანონპროექტი წარადგინეს... მსოფლიო ამზადებს ტრიბუნალს რუსებისთვის - დავით არახამია 

გამოქვეყნდა:

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრმა დემოკრატებმა, სარა ჯეიკობსმა და პირველმა უკრაინელმა აშშ-ს კონგრესში, ჩერნიჰივიდან, რესპუბლიკელმა ვიქტორია სპარცმა, წარადგინეს ერთობლივი კანონპროექტი რუსეთის ომის დანაშაულების გამოსაძიებლად - ამის შესახებ ინფორმაცია ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ საკუთარ Telegram-ის არხში გაავრცელა.

"ეს საშუალებას მისცემს შეერთებულ შტატებს მიაწოდოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აუცილებელი რესურსები და დაფინანსება უკრაინაში რუსეთის სისასტიკის გამოსაძიებლად. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს უკვე აღარ აშინებს ჰააგა, არამედ ამზადებს ტრიბუნალს რუსებისთვის უკრაინაში ომის დანაშაულებისთვის.

ჩვენ გავაფრთხილეთ, რომ ყველა დამნაშავე, რომელსაც გაუმართლა და გადარა, ვიპოვიდით და დაისჯებოდნენ. ისინი ვერასოდეს შეძლებენ მშვიდად ცხოვრებას ამ დედამიწაზე. არც ჩვენ და არც მსოფლიო არ ვაპატიებთ იმას, რაც გააკეთეს ბოროდიანკაში, ირპენში, ბუჩაში, რასაც ახლა მარიუპოლში აკეთებენ. და ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება, გამარჯვების მოლოდინის გარეშე"- წერს არახმია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი