"არასწორი ინფორმაციაა, მტკიცებულება არ არის" - ყიფიანი ივანიშვილისთვის 1.5 მილიარდიანი გადარიცხვის გაჩერებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი აცხადებს, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს უსაფუძვლო ბრალდებები აქვთ. მისი თქმით, არასწორია ინფორმაცია, რომ ყოფილ პრემიერს მილიარდნახევრიანი გადარიცხვა გაუჩერეს. 

ამ თემაზე ყიფიანმა "იმედის" ეთერში ისაუბრა. მანამდე მან "მთავარ არხს" უთხრა, რომ 12 მაისი დასვენების დღე იყო და კითხვებს არ უპასუხა.

"არასწორია ეს ინფორმაცია. არა თუ პირდაპირი, არამედ არაპირდაპირი მტკიცებულება არ არის. როდესაც ვსაუბრობთ გადარიცხვების არშესრულებაზე, ჩვენ გამოვთქვით ვარაუდი, რომ დროში ემთხვევა ამ გადარიცხვების შეჩერება, მარტი-აპრილის მონაკვეთებს, როდესაც უკრაინაში მიმდინარეობს ომი.

უცნაური პასუხი, რაც ჩვენ მივიღეთ ტრასტისგან არის ის, რომ სწორედ აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე... სწორედ ასეთი არგუმენტაციის უსაფუძვლობა, არგუმენტაცია რბილად ნათქვამია, ხელოვნული კონოტა არის, ყოველგვარი უშინაარსობა, როდესაც არათუ შეფერხებაზე, არამედ ერთთვიან გაჭიანურებაზეა საუბარი, მაშინ, როდესაც საუბარია სტრატსის კლიენტზე, რომელსაც აქვს საფრანგეთის მოქალაქეობა და საქართველოს მოქალაქეობა და არცერთი ნიშნით და არც მეორე ნიშნით ე.წ. სანქცირებულ პირთა სიაში არ არის, რაში დასჭირდა სატრასტო კომპანიას ერთი თვე, რომ გაერკვია შედარებით მარტივი საკითხი", - განაცხადა ყიფიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს მეორედ უჩივის.  ვიქტორ ყიფიანმა "კრედიტ სუისის" საბანკო ჯგუფის მიმართ დავის შესახებ განცხადება 11 მაისს გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ივანიშვილს პრობლემები შეექმნა ხელოვნების ნიმუშების გადაადგილებაში, ასევე, ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით. 

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი