გორის მერიაში საკადრო წმენდა დაიწყო | ე.წ. შავი სიაში 10-ზე მეტი მაღალჩინოსანია

გამოქვეყნდა:

ბიუჯეტიდან მოპარული თანხების საქმის შემდეგ, გორის მერიაში საკადრო წმენდა იწყება - "მთავარი არხის" ინფორმაციით, უკვე შედგენილია ე.წ. შავი სია და 10-ზე მეტ მაღალჩინოსანს სამსახურიდან დაითხოვენ. საკრებულოში სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. 

მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სხდომაზე მეორედ დაიბარეს, თუმცა არც ამჯერად მივიდა. "მთავარმა" მისი ჩაწერა ერთ-ერთ ღონისძიებაზე მოახერხა. მან თქვა, რომ კომენტარს არ აკეთებს, რათა "გამოძიებას ხელი არ შეუშალოს". 

"გამომძიებელს ხომ არ ვგავარ ახლა მე, მე ვარ ქალაქის მერი, გამოძიება მიდის, დაველოდოთ და გავიგებთ ყველაფერს. ჩემი აზრის დაფიქსირება არ შეიძლება, იმიტომ, რომ გამოძიებას არ შევუშალო ხელი", - ამბობს ხინჩეგაშვილი.

სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადების დაწერა მოსთხოვეს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, თამარ შოშიაშვილს, რომელიც "მთავარი არხის" ზარებს არ პასუხობს. აუდიტმა შეამოწმა კულტურისა და ტურიზმის სააგენტოც, თუმცა ამ სამსახურმა იქ მძიმე დარღვევები ვერ აღმოაჩინა.

მერის მოადგილე ამბობს, რომ არ იცის, ვის რა მოსთხოვეს, თუმცა უწყებაში რეორგანიზაციას ადასტურებს.

ბიუჯეტიდან მოპარული ნახევარი მილიონის საქმეზე ამ დროისთვის მხოლოდ ერთი პირი, მთავარი ბუღალტერია დაკავებული. სუს-ი გამოძიებას აგრძელებს და გამორიცხული არაა, ბრალდებულ პირთა წრე გაიზარდოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი