ჯერ იჯარით აღებული თვითმფრინავები მოიპარეს, შემდეგ უნიტაზები და საცვლები. ახლა მარცვლეული სირიასა და ლიბანში გასაყიდად - პოდოლიაკი რუსებზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსებმა უკრაინიდან მარცვლეული მოიპარეს სირიასა და ლიბანში გასაყიდად. ის რიტორიკულ კითხვას სვამს, რამდენად დაბლა დაეცემა მოსკოვი.

 "თაღლითთა და ქურდთა პარტია" ბარბაროსებისა და მძარცველების ქვეყნად იქცა. ჯერ იჯარით აღებული თვითმფრინავები მოიპარეს, შემდეგ უნიტაზები და საცვლები. ახლა მათ მოიპარეს უკრაინის მარცვლეული სირიასა და ლიბანში გასაყიდად. რამდენად დაბლა დაეცემა მოსკოვი? მოიპარავენ უკრაინელ ვეტერანთა მედლებს?", - წერს პოდოლიაკი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი