ვურჩევ "ოცნებას," ევროპარლამენტში წერილი გიორგი გაბუნიას დასაცავად გაგზავნოს - გიორგი რურუა

გამოქვეყნდა:

მე ვურჩევდი "ოცნებას," რომ ჯობს ჩვენი მოქალაქისა და ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას დასაცავად გაგზავნოს წერილი ევროპარლამემტში, ვიდრე რაღაც მოგონილი და აბსურდული ბრალდებები - ამის შესახებ გიორგი რურუამ დღევანდელი სასამართლო სხდომოს დაწყებისას განაცხადა.

გიორგი რურუას საქმის განხილვა დღეს იმ სამართალდამცველების დაკითხვით გრძელდება, რომლებიც 3 იანვარს მის საკანში იმყოფებოდნენ და პატიმრის პირადი ნივთები ძალის გამოყენებით წაიღეს.

დაცვის მხარის განმარტებით, პოლიციელები საკანში დნმ-ის ნიმუშის ასაღებად შევიდნენ, თუმცა რურუას წინააღმდეგობის შემდეგ, ნივთები კანონდარღვევით და დაულუქავად გაიტანეს.

ადვოკატების თქმით, უკვე დაკითხული სამართალდამცველების ჩვენებებითაც დასტურდება, რომ ისინი კანონდარღვევით მოქმედებდნენ.

დღევანდელ პროცესზე რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი გეგმავს დააყენოს შეუმდგომლობა ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ. ადვოკატის განმარტებით, საქმე დასკვნით ფაზაში შედის და გამოკითხულია თითქმის ყველა მოწმე.

ადვოკატი ასევე გამოეხმაურა სახალხო დამცველის განცხადებას რურუას საქმეზე, რომლის თანახმად, საქმეში არ არსებობს ნეიტრალური და ობიექტური მტკიცებულებები რურუას წინააღმდეგ.

საქმეში არ არსებობს არცერთი ობიექტური მტკიცებულება. არსებობს მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებები. ეს პრობლემური საკითხია და ამ პრობლემაზე ისაუბრა სახალხო დამცველმაც, - განმარტავს საძაგლიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი