550 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში, დააფასეთ, გაიგეთ, დაწყნარდით და მშვიდად იყავით ყველანი -ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ უკრაინის მხარდასაჭერად საქართველო ყველაფერს აკეთებს და  ჟურნალისტებს ეუბება, რომ "დააფასონ ეს, გაიგონ და დაწყნარდნენ".

მისივე თქმით, ყველა დევნილისთვის ვინც უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდა მაქსიმუმს აკეთებენ მათ შორის ჯანდაცვისა და განათლების უზრუნველყოფით.

"ჩვენ მეგობრებო, ვაკეთებთ მაქსიმუმს რაც შეუძლია პატარა ქვეყანას აი ჩვენი ბიუჯეტით, ეს არის მაქსიმუმი. ეს არის ჩვეულებრივი მავნებლური, პროვოკაციული შეკითხვები და მე გთხოვთ იფიქროთ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე, თქვენი პარტიული ინტერესები და თქვენი საფუძველმოკლებული ინტერპრეტაციები არ აინტერესებს მოსახლეობას. [...] 550 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში, უკრაინელებისთვის, ხალხო ეს დააფასეთ, გაიგეთ და დაწყნარდით და მშვიდად იყავით ყველანი", - თქვა ღარიბაშვილმა. 

ცოტა ხნის წინ ბათუმში უკრაინელ ლტოლვილებს საცხოვრებელთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ, რადგან კერძო სასტუმროებმა მათ ნომრების დაცლა სთხოვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი