ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა პუტინის ყოფილ ცოლს, ბიძაშვილებსა და ალინა კაბაევას

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანამ ახალი სანქციები დაუწესა პუტინის გარემოცვას. კერძოდ, სანქცირებულია მისი ყოფილ ცოლი, მეგობარი ქალი კაბაევა და ბიძაშვილები. 

"ჩვენ გავაგრძელებთ სანქციებს ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ხელს უწყობს პუტინის აგრესიას, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს", - თქვა სააგრეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა.

ბრიტანეთის სანქციების სიაში დამატებულ 12 ახალ სახელს შორისაა -  პუტინის ყოფილი მეუღლე ლუდმილა პუტინა და მისი რამდენიმე ნათესავი, რომლებსაც აღმასრულებელი თანამდებობები ეკავათ მსხვილ რუსულ ფირმებში, როგორიცაა "გაზპრომი". მათ აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ.

სანქციების სიაში მოხვდა ალინა კაბაევა, ყოფილი ტანმოვარჯიშე, რომელთანაც პუტინს ახლო ურთიერთობა აკავშირებს და გავრცელებული ინფორმაციით, მასთან შვილებიც ჰყავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი