
"გთხოვთ, დაეხმარეთ უკრაინის მოქმედ ხელისუფლებას აზოვსტალში" - უკრაინის მეორე, მესამე და მეხუთე პრეზიდენტები მსოფლიო თანამეგობრობას აზოვსტალიდან ჯარისკაცების ევაკუაციაზე დახმარების თხოვნით მიმართავენ.
ლეონიდ კუჩმამ, ვიქტო იუშენკომ და პეტრო პოროშენკომ საერთო განცხადება გაავრცელეს და პარტნიორ ქვეყნებს გადაუდებელი დახმარების თხოვნით მიმართეს.
"გთხოვთ დაეხმარეთ უკრაინის მოქმედ ხელისუფლებას აზოვსტალში არსებული ვითარების დიპლომატიური გზით გადაჭრასა და იქ მყოფი გმირი უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანაში" - წერია სამი პრეზიდენტის განცხადებაში.