ხარკოვში, 16 მაისიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს

გამოქვეყნდა:

ხარკოვში, 16 მაისიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგება. ამის შესახებ ქალაქის მერი საუბრობს. მისი განმარტებით, ტრანსპორტი დილის 7-დან საღამოს 7 საათამდე იმუშავებს. 

გავუშვებთ ტრამვაის 4, ტროლეიბუსის 8 და ავტობუსის 25 მარშრუტს. პარალელურად, აღვადგენთ ელექტროგადამცემ ხაზებს. მარშრუტების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. ყველაფერს ვაკეთებთ ისე, რომ ხარკოვის მოსახლეობამ ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან ყველა სასურველ ადგილას მოხვედრა შეძლოს, - ამბობს ის. 

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხარკოვის მეტროებიდან უკვე დაიწყეს მოქალაქეების ამოყვანა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი