აზოვსტალი სასტიკი თავდასხმის სამიზნედ რჩება | ასობით დაჭრილი ჯარისკაცი ევაკუაციის მოლოდინში

გამოქვეყნდა:

აზოვსტალი სასტიკი თავდასხმის სამიზნედ რჩება. საოკუპაციო ძალები მეტალურგიულ ქარხანას ხმელეთდან ჰაერიდან და ზღვიდან განუწყვეტლივ უტევენ. აზოვის მცველებმა პუტინის ჯარი აზოვსტალის შიდა ტერიტორიიდან საბოლოოდ განდევნეს, თუმცა გარე პერიმეტრი ამ დრომდე ოკუპანტების კონტროლის ქვეშ რჩება.

ათობით დაჭრილი ევაკუაციის მოლოდინშია, თუმცა დერეფნის გახსნა დღეს ისევ ვერ მოხერხდა. კრემლი ბლოკავს ყველა გზას, რომლითაც ოფიციალური კიევი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ქარხნის სარდაფებში ჩარჩენილი მომაკვდავი ჯარისკაცების გაყვანას ცდილობს.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი