"სანქციების მე-6 პაკეტი რუსულ ნავთობზე ემბარგოს უნდა მოიცავდეს" | კულება ბორელს შეხვდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს შეხვდა. 

"მადლობელი ვარ მისი წინადადებისთვის, უზრუნველყოს ევროკავშირის დამატებითი მხარდაჭერა 500 მილიონი ევროს ოდენობით უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად. ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტთან დაკავშირებით, უკრაინის პოზიცია რჩება მკაფიო: ის უნდა მოიცავდეს რუსულ ნავთობზე ემბარგოს" - წერს კულება. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი