ელისო კილაძე გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმეზე მოწმის სტატუსით გამოკითხეს

გამოქვეყნდა:

"ქრონიკა +"-ის რედაქტორის ელისო კილაძის დაკითხვა სუს-ში დასრულდა. კილაძე, მისივე თქმით, გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმეზე, ოლეგ დეინეკას ინტერვიუს გამო, მოწმის სტატუსით დაკითხეს. 

ჟურნალისტის თქმით, თავად დეინეკა ჯერ არ გამოუკითხავთ. 

კილაძე კითხვას უსვამს "ტელე იმედს", მათ თავად იპოვნეს ოლეგ დეინეკა თუ ამ უკანასკნელმა მოძებნა ტელევიზიის მესვეურები. მისი თქმით, ცნობილია, რომ დეინეკას ამ თემაზე არც ბრიფინგი ჩაუტარებია და არც მის ფეისბუქის პირად გვერდზე იძებნება საჯარო განცხადება. 

შეგახსენებთ, რომ "ქრონიკა +"-ის რედაქტორი სუს-ში დაკითხვაზე დღეს დილიდან იმყოფებოდა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი