
უკრაინის შეიარაღებული ძალების ისტორიაში პირველად, ნავიგატორი ქალი გახდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ ევგენია ბაკაიმ სტერეოტიპი დაარღვია და მამაკაცის პროფესია აირჩია.
ცნობილი ხდება, რომ ქალმა ოდესის საზღვაო აკადემიის ეროვნული უნივერსიტეტის საზღვაო ტრანსპორტის პროფესიული კოლეჯის სამხედრო მომზადების განყოფილებაში სწავლა მარტში დაასრულა. მისი პროფესია კი ნავიგაციაა.