
"დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული ყოვლისმომცველი ჰიბრიდული ომის შედეგებს ყველა იგრძნობს გამონაკლისის გარეშე" - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ მომხდარიყო პირდაპირი დაპირისპირება, მაგრამ რადგან მოწინააღმდეგემ ასე ისურვა, რუსეთი ამ ბრძოლაში ერთვება.
"ჩვენი ქვეყანა შექმნილი გარემოებების მიხედვით იცვლება, არჩევანი რომელსაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ და ფაქტობრივად უკვე გავაკეთეთ, განპირობებულია იმით, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოგვიცხადა. რთულია იმის პროგნოზირება, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ეს, მაგრამ შედეგებს იგრძნობს ყველა, გამონაკლისის გარეშე.
ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ თავიდან აგვერიდებინა პირდაპირი კონფლიქტი, მაგრამ რადგან მოწინააღმდეგემ ასე ისურვა ჩვენ ამ ბრძოლაში შევდივართ, სანქციებს კი ჩვენ მიჩვეული ვართ, რადგან ამა თუ იმ ფორმით ყოველთვის იყო, თუმცა გვაკვირვებს რუსოფობიის ეს ქვისხანისთვის დამახასიათებელი ამოფრქვევა, რომელიც შეინიშნება თითქმის ყველა დასავლურ ქვეყანაში",-თქვა ლავროვმა.