
ლეგენდად ქცეული აზოვის პოლკის გარდაცვლილი მეომრის ცოლის ემოციური მიმართვა მსოფლიო ლიდერებს. გზავნილი, რომელიც დაღუპული ჯარისკაცის მეუღლემ, საერთაშორისო თანამგებრობას
აზოვსტალის ბუნკერიდან გაუგზავნა, უმძიმესი მოსასმენია. ინა დაღუპულ მეუღლესთან გადატრებულ ბოლო დღეებს იხსენებს და ყვება, როგორ ტრაგიკულად დასრულდა მათი ოჯახური ისტორია ქორწინებიდან ზუსტად 3 დღეში.
აზოვის პოლკი, რომელმაც წარმოუდგენელ თავდასხმებს გაუძლო, უკრაინის ომის ლეგენდად და უძლეველობის სიმბოლოდ უკვე იქცა, თუმცა იქ, აზოვსტალის თავშესაფრებში, ნამდვილი ადამიანები არიან, მძიმე განცდებით.
დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები,ამ დრომდე აზოვსტალში ასვენია, მაგრამ ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია, ახლა მსოფლიომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ გადარჩნენ.
დღეს უკრაინული არმიისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ბრძოლა ხარკოვისთვის უკრაინის გამარჯვებით სრულდება და ოკუპანტები, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქს ტოვებენ. ახლა უკრაინის ხელისუფლებისა და მსოფლიო ლიდერების დღის წესრიგის მთავარი თემა სწორედ აზოვსტალი და იქ მყოფი ადამიანები არიან.
ავტორი: ზურა პეტროსიანი