უკრაინაში პრორუსული პარტიები აიკრძალა | ზელენსკიმ კანონპროექტს ხელი მოაწერა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში პრორუსული პარტიები აიკრძალა. შესაბამის კანონპროექტს ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა მოაწერა. 

კანონპროექტში ნათქვამია, რომ პარტია, რომლის მიზანიც და საქმიანობაც რუსეთის აგრესიის გამართლებასთან იქნება დაკავშირებული ან იტყვის, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში ლეგიტიმურია, უკანონოდ ჩაითვლება. 

ასევე, პარტია არ უნდა ფინანსდებოდეს რუსეთისგან ან ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ხელმძღვანელობისგან. 

ეს კანონპროექტი უკრაინის რადაში 28 მარტს დარეგისტრირდა. 14 აპრილს კი რადაში პრორუსული ფრაქციის, „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ საქმიანობა შეაჩერეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი