"უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ომი" | სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

"უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ომი" - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. 

"რუსეთის ომი უკრაინაში არ მიდის ისე, როგორც მოსკოვს ჰქონდა დაგეგმილი. რუსეთმა ვერ შეძლო კიევის არება. ისინი ხარკოვიდან უკან იხევენ, მათი მთავარი შეტევა დონბასში შეჩერდა. რუსეთი ვერ აღწევს თავის სტრატეგიულ მიზნებს. უკრაინელები მამაცურად იცავენ თავიანთ სამშობლოს. ამაში მათ დასახმარებლად, მოკავშირეებმა უკრაინას გაუწიეს მილიარდობით დოლარის ღირებულების უსაფრთხოების დახმარება",-თქვა სტოლტენბერგმა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი რუსეთის ქმედებებს ყურადღებით აკვირდება და მზად არის იმოქმედოს, თუკი რუსეთი დაიწყებს რაიმე სახის თავდასხმას NATO-ს წევრებზე.

მისივე თქმით, ფინეთისა და შვედეთის პოტენციური გაწევრიანება "ნატოსთვის მნიშვნელოვანია" და ალიანსი შეისწავლის გზებს ბალტიის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი