"თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ს წევრობაზე განაცხადის შემოტანას, ბრიტანეთი მხარს დაუჭერს" | ტრასი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, NATO-მ უნდა განაგრძოს ღია კარის პოლიტიკა და თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ განაცხადის შეტანას გაწევრიანების შესახებ, ისინი გააძლიერებენ ალიანსს და ევროპულ უსაფრთხოებას. ამის შესახებ BBC-სთან ლიზ ტრასმა ისაუბრა.

მან ასევე ხაზი გაუსვა,რომ აუცილებელია პუტინმა მარცხი განიცადოს და ამისთვის, მოკავშირეებმა მხარი უნდა დაუჭირონ უკრაინას NATO-ს სტანდარტების აღჭურვილობაზე გადასვლაში.

"თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ს წევრობაზე განაცხადის შემოტანას დიდი ბრიტანეთი ამას მტკიცედ დაუჭერს მხარს. NATO-ს ღია კარის პოლიტიკას გააჩნია დიდი მნიშვნელობა და ეს ორი ახალი წევრი ძალზედ გააძლიერებს ალიანსს და ევროპულ უსაფრთხოებას მთლიანობაში. გარდა ამისა, ჩვენ ვიმუშავებთ უკრაინასა და პოლონეთთან, რათა ვუზრუნველვყოთ, რომ უკრაინის თავდაცვა NATO-ს სტანდარტებს აკმაყოფილებდეს", - თქვა ლიზ ტრასმა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი