"რუსეთში, უკრაინაში კაპიტულაციის სცენარს განიხილავენ" | გენერალი ბენ ჰოჯესი

გამოქვეყნდა:

"რუსეთში უკრაინაში კაპიტულაციის სცენარს განიხილავენ" - ამის შესახებ ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი საუბრობს და ამბობს, რომ რუსულ რიტორიკაში ამჩნევს სიგანალებს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში კრემლის შესაძლო კაპიტულაციაზე მიანიშნებს.

ასეთი ვარაუდი მან მას შემდეგ გამოთქვა, რაც აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა სალავიოვის პროპაგანდისტულ შოუში განცხადება გააკეთა. ფრაზას იმის შესახებ, რომ “რუსეთი უკრაინაში კაპიტულაციის ვარიანტს არ განიხილავს“, ჰოჯესი ასე აფასებს:

“ეს იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში აღიარებენ, რომ რეალურად ასეთი ალბათობა არსებობს“ - წერს ბენ ჰოჯესი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი