
აზოვის პოლკის ოჯახის წევრები მსოფლიო ლიდერებს მიმართავენ და დახმარებას ითხოვენ. ისინი აზოვსტალიდან დაჭრილი ჯარისკაცების გამოყვანას ითხოვენ, მათი თქმით, ადგილზე ვითარება რთულია და მარიუპოლის სამხედრო დებლოკადა ამ ეტაპზე შეუძლებელია.
"მარიუპოლი სამხედრო დებლოკადა შეუძლებელია. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სხვა ქალაქებს და დასახლებულ პუნქტებს გაათავისუფლებენ, შემდეგ კი მარიუპოლს შეუტევენ. ამას დრო სჭირდება, თუმცა ეს დრო არ გვაქვს. ყველას ესმის, რომ მარიუპოლის როლი ამ ომში თავიდანვე განსაზღვრული იყო, ამ ქალაქს უნდა მიეღო ძირითადი დარტყმა და მტრისთვის ძალა უნდა შეესუსტებინა.
არ ვიცი რა მოხდებოდა მარიუპოლის და აზოვის მებრძოლები, ჯარისკაცები და გვარდიელები რომ არ ყოფილიყვნენ, ჩვენი მოთხოვნაა, რომ ყველა ერთად გამოიყვანონ ცალ-ცალკე არა, დაჭრილებიც და სხვა მებრძოლებიც, ასევე დაღუპულებიც, ვიმედოვნებდით, რომ ყველას გამოიყვანდნენ. ქარხანა ავიაციით, ფლოტის ტანკებითა და არტილერიით ინტენსიურად იბომბება, შეიძლება ჩვენი მებრძოლები რამდენიმე დღის განმავლობაში, საერთოდ ვერ ამოვიდნენ სარდაფიდან.
2014 წელს, აზოველებმა რომლებიც რუსებმა ტყვედ აიყვანეს, მხოლოდ ერთი გადარჩა, დანარჩენები აწამეს, მოკლეს და დამარხეს, ერთი დაბრუნდა და ისიც დასახიჩრებული, ტყვედ არ ჩაბარდებიან",-თქვა აზოვის მებრძოლის ცოლმა.
აზოვის მებრძოლის ცოლები ასევე ამბობენ, რომ ევაკუაციის პროცესში ისინი ნებისმიერი ქვეყნის ძალისხმევასა და დახმარებას მიესალმებიან.
"ვფიქრობ, რომ აზოვის მებრძოლებმა 2014 წლიდან საკმარისზე მეტი გააკეთეს, მათი ევაკუაცია უნდა მოხდეს, მათ არ დაიმსახურეს სიკვდილი, ისინი ცოცხლები უნდა იყვნენ, ნებისმიერი ქვეყანას და ძალისხმევას მივესალმებით, რომლებიც ჩვენი მებრძოლების დახსნაში დაგვეხმარება.
ყველა მებრძოლს რეაბილიტაცია სჭირდება, ისინი მძიმე ვითარებაში არიან, ჩვენი მებრძოლები ნანგრევებში დამარხვას არ იმსახურებენ, მათ უკრაინისთვის ძალიან ბევრი გააკეთეს ისინი უკრაინისთვის იბრძვიან და ბოლომდე იბრძოლებენ. ბოლომდე მედგრად დადგებიან, როცა ომში წავიდნენ ყველამ იცოდა, რომ შეიძლებოდა ვეღარ დაბრუნებულიყვნენ, რუსებს ტყვედ არ ჩაბარდებიან",-თქვა აზოვის მებრძოლის ცოლმა