"ოკუპანტებმა აზოვსტალი აკრძალული ჭურვებით დაბომბეს, დაიწყო გამოძიება" | უკრაინის პროკურატურა

გამოქვეყნდა:

აზოვსტალის ქარხანაზე საჰაერო იერიშის დროს რუსი ოკუპანტების მხრიდან აკრძალული საბრძოლო მასალის გამოყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, უკრაინის პროკურატურამ სისხლის სამართლის გამოძიება ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე დაიწო. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"2022 წლის 14 მაისს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ განახორციელეს თავდასხმები ქალაქ მარიუპოლის დამცველებზე. ღია წყაროების მიხედვით, ოკუპანტები იყენებენ ცეცხლგამძლე ჭურვებს თერმიტის ფენებით, რაც აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონით", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

გენერალური პროკურატურის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ასეთი ჭურვების წვის ტემპერატურა დაახლოებით 3 000 გრადუსი ცელსიუსია და ისინი გამოიყენება მასიური ცეცხლის წარმოქმნით მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის განადგურების მიზნით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი