უკრაინელები სამშობლოში ბრუნდებიან | პუტინის ომმა დევნილად 6 მილიონზე მეტი ადამიანი აქცია

გამოქვეყნდა:

პუტინის ომმა 6 მილიონზე მეტი უკრაინელი დევნილად აქცია. ათასობით მათგანმა დროებითი თავშესაფარი საქართველოში იპოვა. რიგითი ქართველების გულთბილი დახვედრისა და სოლიდარობის მიუხედავად კი ახლა, როცა კიევიდან უკუადგეს მტერი და ხარკოვიდანაც გაყარეს რუსები, ქალებისა და ბავშვების ნაწილი უკან ბრუნდება.

არა იმიტომ, რომ საქართველოში რამე აკლდათ, არა იმიტომ რომ დასავლეთ ევროპა და კანადაც კი თავშესაფარსა და დროებით სამუშაოს  არ სთავაზობს, არა. ისინი ბრუნდებიან იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის შენება განაგრძონ. რომ ხერსონიც, ლუჰანსკიც და დონეცკიც ბოლომდე გაათავისუფლონ, და ვინც იცის, როგორც ზელენსკი უკევ პირობას დებს, იქნებ შემდეგი ევროვიზია საერთოდ მარიუპოლშიც კი ჩაატარონ.  

ავტორი: ნინო ჟვანია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი