რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩასართავად 2 500-მდე რეზერვისტს ამზადებს | უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩასართავად 2 500 რეზერვისტს ამზადებს.

"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სარდლობა რეზერვისტების ხარჯზე ცდილობს ჯარის დაკომპლექტებასა და დანაკარგების შევსებას. ვორონეჟის, ბელგოროდისა და როსტოვის ოლქების პოლიგონებზე 2 500-მდე რეზერვისტი წვრთნას გადის. დაგეგმილია მათი გაგზავნა უკრაინის ტერიტორიაზე ომში მონაწილეობის მისაღებად“, - წერია გენშტაბის განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი