აზოვსტალის დამცველების გადასარჩენად პუტინი არ იძლევა თანხმობას - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

გამოქვეყნდა:

აზოვსტალის დამცველების გადასარჩენად ჩართულია ყველა შესაძლო საერთაშორისო ორგანიზაცია და, პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა ლიდერი, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თანხმობას არ იძლევა - ამის შესახებ განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა გააკეთა.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს დამცველების გათავისუფლებას, თუმცა ეს სამხედრო ოპერაციაა და მისი დეტალების გამჟღავნება შეუძლებელია.

"ის წინადადებები, რომლებიც ძალიან გავრცელებულია საზოგადოებაში - მოდით გავაკეთოთ ეს და მოდი ასე მოვიქცეთ - ფაქტობრივად, უკვე გაკეთდა, უბრალოდ, პუტინი თანხმობას არ იძლევა, რომ ჩვენ გავათავისუფლოთ აზოვსტალის დამცველები", - განმარტა მან. 

მისი თქმით, შესაძლებელი რომ იყოს სამხედრო ოპერაცია და ბლოკადა, ამას უკრაინის შეიარაღებული ძალები აუცილებლად გააკეთებდნენ, სამხედრო გეგმების პარალელურად, სხვა შესაძლებლობებზეც მუშაობენ.

"ახლა მსოფლიოს თითქმის ყველა ლიდერი ჩართულია პუტინთან სასაუბროდ. ჩვენი სახელმწიფო ყველა მათგანთან არის კონტაქტში. ყველა შესაძლო საერთაშორისო ორგანიზაციაა ჩართული პუტინთან დასაკავშირებლად", - თქვა მან.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე იმედოვნებს, რომ უკრაინა შეძლებს აზოვსტალის ქარხანაში დარჩენილების გადარჩენას. 

ცნობისთვის, აზოვსტალის ფოლადის ქარხანა ერთადერთი ადგილია ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში, რომელის აღებაც ამ დრომდე მტერმა ვერ შეძლო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი