შვედეთის მთავრობამ NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა გადაწყვიტა

გამოქვეყნდა:

შვედეთის მთავრობამ NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო.

"მთავრობის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ძირეულად შეცვლილი გარემოების გამო, NATO-ში გაწევრიანება საუკეთესო გზაა შვედეთის უსაფრთხოების დასაცავად",-წერია მთავრობის განცხადებაში.

ცნობისთვის,  NATO-ში გაწევრიანებას მხარი ოფიციალურად ფინეთმაც დაუჭირა. საკითხის განხილვა ფინეთსა და მის მეზობელ შვედეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ შესაძლოა, თურქეთმა მხარი არ დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი