"რუსული ნავთობის ემბარგოზე ევროკავშირმა ერთსულოვნებას ვერ მიაღწია" | ბორელი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, EU-ს ლიდერებმა ვერ მიაღწიეს ერთსულოვნებას რუსული ნავთობის აკრძალვაზე.

ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ბორელმა თქვა, რომ "სამწუხაროდ" შეუძლებელი იყო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმების მიღწევა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ჩვენ იგივე სირთულეები გვაქვს ნავთობის აკრძალვის შესახებ ერთსულოვნებასთან დაკავშირებით".

"დღეს, შეთანხმების მოპოვების მცდელობა არც კი იყო დღის წესრიგში, რადგან ვიცოდით, რომ ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული დისკუსია იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც ზოგიერთი წევრი ქვეყანა თავს იკავებს, არა მხოლოდ ნავთობის აკრძალვის, არამედ სანქციების პაკეტის სხვა ელემენტების შესახებ", - განაცხადა ბორელმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი