რუსებმა უკრაინაში, პოლონეთის საზღვართან, სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

გამოქვეყნდა:

რუსულმა ძალებმა უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარე სამხედრო ბაზაზე, პოლონეთთან საზღვრიდან დაახლოებით 15 კილომეტრში, სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას CNN ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაქსი კოზიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

კოზიცკის დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი იავორივსკის ოლქის ტერიტორიაზე მდებარეობს.

მანამდე ლვოვის ცენტრალურ ნაწილში გვიან ღამით, აფეთქებების ხმა გაისმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი