შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა

გამოქვეყნდა:

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნ ლინდმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა.

"ეს ძალიან დიდი და სერიოზული შეგრძნებაა. ვფიქრობთ, მივედით იმ დასკვნამდე, რაც შვედეთისთვის საუკეთესოა. ჩვენ არ ვიცით, რამდენი დრო დასჭირდება, თუმცა ჩვენი გამოთვლით, ეს შესაძლოა ერთი წელი გაგრძელდეს. ამ კვირაში განაცხადს ფინეთთან ერთად წარვადგენთ, შემდეგ კი მას NATO-ში განიხილავენ",-თქვა ანნ ლინდმა.

ცნობისთვის,  NATO-ში გაწევრიანებას მხარი ოფიციალურად ფინეთმაც დაუჭირა. საკითხის განხილვა ფინეთსა და მის მეზობელ შვედეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ შესაძლოა, თურქეთმა მხარი არ დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი