გადაწყვეტილებიდან ჩანს, მასზე რაღაც ბერკეტები არსებობს - მამუკა ახვლედიანი მოსამართლე ჩხიკვაძეზე

გამოქვეყნდა:

"ეს არ არის მისი გადაწყვეტილება. მას შეუძლებელია ასე ესმოდეს სამართალი და ასე ხედავდეს ამ საკითხს" - ასე ეხმაურება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას.

მისი თქმით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ამ გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ არსებობს რაღაც ბერკეტები, რომელმაც აიძულა ამ გადაწყვეტილების მიღება.

"ეს არ არის მისი გადაწყვეტილება. მას შეუძლებელია ასე ესმოდეს სამართალი და ასე ხედავდეს ამ საკითხს" - ასე ეხმაურება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ, ნიკა გვარამიასთვის გამოტანილ განაჩენს.

მამუკა ახვლედიანი ყოფილ კოლეგაზე საუბრობს და ამბობს, რომ ჩხიკვაძეს პროფესიონალიზმი არ აკლია, თუმცა ახვლედიანის თქმით, დღეს მოქმედი მოსამართლეები სუს-ის 

"ეს არ არის მისი გადაწყვეტილება. მას შეუძლებელია ასე ესმოდეს სამართალი და ასე ხედავდეს ამ საკითხს და არ ესმოდეს თუნდაც ის კონტექსტი, რაც საქართველოშია. ვერ ვიტყვი, რომ მას ან განათლება, ან რაიმე აკლია, მაგრამ როგორც ეტყობა აკლია იყოს მოსამართლე და მიიღოს გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად. 

გადაწყვეტილებიდან ჩანს, მასზე რაღაც ბერკეტები არსებობს. არ ვიცი რა ჰქვია ამ ბერკეტებს, ზემოქმედება, შანტაჟი, არ ვიცი ნებისმიერი ფორმა შეიძლება ჰქონდეს. ლაშა ჩხიკვაძეში მარტო არ არის პრობლემა, ნებისმიერს გადააქცევენ ლაშა ჩხიკვაძედ ან მურუსიძედ ნებისმიერ მოსამართლეს, რომელსაც მნიშვნელოვანი საკითხი ექნებათ. დღევანდელი მოქმედი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის , პროკურატურის ან ნებისმიერი ორგანოს მოქმედების შედეგად მიღებული იქნება ის გადაწყვეტილება, რაც სურს ხელისუფლებას", - ამბობს მამუკა ახვლედიანი  

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

იხილეთ ასევე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი