
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ამ ეტაპზე უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების პროცესი შეჩერებულია.
"თუმცა, [მოლაპარაკების პროცესი] აღდგება და ვფიქრობ, რომ მოდერატორი ზელენსკი იქნება“, - თქვა პოდოლიაკმა.
რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი 29 მარტს სტამბოლში შედგა. ამ დრომდე, ეს მოლაპარაკებების ბოლო, რაუნდია, სადაც მხარეები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.