ფინეთის პარლამენტმა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

ფინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას. გადაწყვეტილებას მხარი 188 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 8 იყო.

"პარლამენტი მხარს უჭერს ფინეთის განცხადებას ნატოში გაწევრიანების შესახებ. პარლამენტმა პოზიცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშის შესაბამისად მიიღო 188  8-ის წინააღმდეგ" - ნათქვამია პარლამენტის ოფიციალურ Twitter-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ცნობისთვის, დღეს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. საკითხის განხილვა ფინეთსა და მის მეზობელ შვედეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ შესაძლოა, თურქეთმა მხარი არ დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი