დღეს აზოვსტალიდან სულ მცირე 7 ავტობუსი გავიდა, მარიუპოლის უკრაინელი დამცველებით - Reuters

გამოქვეყნდა:

სულ მცირე შვიდი ავტობუსი გავიდა დღეს აზოვსტალიდან, მარიუპოლის უკრაინელი დამცველებით - წერს Reuters თვითმხილველებზე დაყრდნობით. 

ავტობუსებს თან ახლდნენ რუსი ოკუპანტებიც. ჟურნალისტების ინფორმაციით, ამ ავტობუსებით გამოყვანილი უკრაინელი სამხედროები არ დაშავებულან.

ამ დროისათვის უცნობია,  ზუსტად რამდენმა უკრაინელმა ჯარისკაცმა დატოვა აზოვსტალის ტერიტორია.

16 მაისს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტები შეთანხმდნენ უკრაინელ დამცველებთან აზოვსტალიდან დაჭრილი ჯარისკაცებისთვის დერეფნის გახსნაზე ნოვოაზოვსკის (დნრ ტერიტორია) მიმართულებით.

მოგვიანებით, აზოვის სარდალმა დენის პროკოპენკომ განაცხადა, რომ "სიცოცხლის გადასარჩენად მარიუპოლის მთელი გარნიზონი ასრულებს უმაღლესი სამხედრო სარდლობის ბრძანებას და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვთ".

17 მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაციის დაწყება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 16 მაისს აზოვსტალიდან 53 მძიმედ დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს ნოვოაზოვსკის სამკურნალო დაწესებულებაში.

კიდევ 211 ადამიანი ჰუმანიტარული დერეფნის გავლით ოლენივკაში გადაიყვანეს, საიდანაც, გაცვლის შემდეგ, მათ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანენ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი