ევაკუაცია აზოვსტალიდან | უკრაინა ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნებაზე რუსეთთან მოლაპარაკებებს იწყებს

გამოქვეყნდა:

აზოსტალიდან გმირი პოლკის სამხედროები გამოყავთ. ჰუმანიტარული დერეფანი უკვე გაიარა 265 ჯარისკაცმა, მათ შორის არიან მძიმედ დაჭრილები, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს კი ტყვეთა ბანაკი ელოდებათ.

ახლა უკრაინის ხელისუფლება მოლაპარაკების მეორე ეტაპს იწყებს, გმირი ჯარისკაცები სამშობლოში უნდა დააბრუნონ, თუმცა წინასწარ ცნობილია, რომ ოკუპანტ კრემლთან მოლაპარაკება მარტივი არ იქნება. რუსეთის სასთბიროში უკვე დაიწყო მუშაობა საკანონდებლო ინიციატივაზე, არ არის გამორიცხული საგანგებოდ მარიუპოლის გარნიზონისთვის სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენება აღდგეს.

გარდა ამისა, სასამართლოში უკვე შევიდა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობა აზოვის პოლკის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი