„საბოლოოდ, სიძულვილი გაქრება და დიქტატორები მოკვდებიან“ | კანის კინოფესტივალზე ზელენსკიმ აუდიტორიას სიტყვით მიმართა

გამოქვეყნდა:

კანის 75-ე კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აუდიტორიას მიმართა - ამის შესახებ ინფორმაციას NYT აქვეყნებს. მის გამოსვლას ფესტივალზე მაყურებლის ოვაციები მოჰყვა.

გამოცემის ცნობით, დისტანციური მიმართვისას ზელენსკიმ განიხილა ფილმები: "დიდი დიქტატორი" და "აპოკალიფსი ახლა" და ისაუბრა იმაზე, როგორ ასახავს ისინი ომსა და დიქტატორებს. მან აუდიტორიას უთხრა: „საბოლოოდ, სიძულვილი გაქრება და დიქტატორები მოკვდებიან“.

მან მოიხსენია მეორე მსოფლიო ომის დროს კინოს ძალა, მათ შორის ჩარლი ჩაპლინის ფილმი დიდი დიქტატორი, რომელიც დასცინოდა ადოლფ ჰიტლერს.

„ჩვენ გვჭირდება ახალი ჩაპლინი, რათა დაამტკიცოს დღეს, რომ კინო არ არის უხმო“, - თქვა მან.

ცნობისთვის, ზელენსკი ადრე თავადაც მსახიობი იყო, მონაწილეობდა "ხალხის მსახურში", უკრაინულ სატელევიზიო სატირაში, რომელიც წინ უძღოდა ზელენსკის არჩევას უკრაინის პრეზიდენტად რეალურ ცხოვრებაში, 2019 წელს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი