ბათუმში, 7 მაისის აქციაზე დაკავებულების სასამართლო ისევ გადაიდო - პოლიციამ მტკიცებულებები ვერ წარადგინა

გამოქვეყნდა:

7 მაისს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. გადადება პოლიციამ მოითხოვა იმ მოტივით, რომ არ ჰქონდათ საკმარისი დრო მტკიცებულებების შესაგროვებლად.  
აქციაზე დაკავებულებს თავად ქონდათ წარმოდგენილი ვიდეომასალები მათი დაკავებების შესახებ, რომლითაც მათი თქმით, მტკიცდება, რომ უდანაშაულოები არიან და არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ.
ოპოზიციის განმარტებით, პოლიციას არ აქვს მტკიცებულება რომ მათ კანონი დაარღვიეს და აქედან გამომდინარე ვერ წარმოადგინეს მასალები.
რატომ ვერ წარადგინა დღევანდელ სასამართლოზე მტკიცებულებები, პოლიცია ამ კითხავს ვერ პასუხობს, ასევე  პასუხობენ, კონკრეტულად რა დანაშაული ჩაიდინეს აქციაზე მყოფებმა.
შეგახსენებთ, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 25 ადამიანი დააკავა. მათ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებთან პოლიციელები მივიდნენ და კარვების დაშლა დაიწყეს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი