სამხარაძე ფიქრობს, რომ ევროპარლამენტარებს ნიკა გვარამიას საქმე "ბოლომდე წაკითხული არ აქვთ"

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ფიქრობს, რომ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორზე გაკეთებული განცხადების ავტორ ევროპარლამენტარებს "საქმე არ წაუკითხავთ". მას ასევე არ ჰგონია, რომ საქმე ინგლისურად ნათარგმნი ბოლომდე იყოს.

ამასთან, სამხარაძემ აღიარა, რომ ნიკა გვარამიას საქმის დეტალებსა და მასალებს ბოლომდე არც თვითონ გასცნობია.

"მე არ მგონია, რომ ამ ევროპარლამენტარებს ეს საქმე თავიდან ბოლომდე წაკითხული ჰქონდეთ ინგლისურად, ისიც არ მგონია, რომ ეს საქმე ინგლისურად უკვე ნათარგმნი იყოს, შესაბამისად, ეს განცხადება არის აღქმებზე დაფუძნებული განცხადება, შესაბამისად მე ვერანიარად ვერ მივესალმები ისეთი განცხადებების გაკეთებას, როდესაც ადამიანებს არ აქვთ სრული ინფორმაცია საქმის მასალებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე", - თქვა ნიკოლოზ სამხარაძემ. 

სამხარაძეს არ წაუკითხავს არც საერთაშორისო ორგანიზაცია, Amnesty International-ის განცხადება, სადაც წერია, რომ ნიკა გვარამიას განაჩენი პოლიტიკური მოტივით განსხვავებული ხმის ჩახშობაა. მისი თქმით, თუ ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ეს სამართლებრივი აბსურდია, შეუძლიათ, დავა ზემდგომ ინსტანციებში გააგრძელონ.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას საქმე დაახლოებით 3 წელი მიმდინარეობდა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მისი დეტალები ცნობილი მანამდეც იყო. ნიკა გვარამიას საქმე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც მოხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი